პროფკავშირებმა მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ უმუშევარი მოქალაქეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიცემა დაიწყოს.
გაერთიანებაში ამბობენ, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან მას ზურგს ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა უმაგრებს.
უამრავ ევროპულ ქვეყანაში არსებობს უმუშევარი ადამიანების დახმარების პროგრამები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ ფულად ანაზღაურებას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროში უმუშევარი მოქალაქეებისათვის შემწეობის გაცემის საკითხზე უკვე დაწყებულია კონსულტაციები.
ევროპულ გამოცდილებას თუ გადავავლებთ თვალს, უამრავ ქვეყანაში არსებობს უმუშევრობის დაზღვევის რეგულაცია, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებულისთვის 6 თვიდან 1 წლამდე ფულად დახმარებას გულისხმობს.
მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანს რამდენიმე თვის, ან ერთი წლის განმავლობაში ხელფასის 80% უნარჩუნდება.
მეორე მხრივ, ეკონომისტების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა ხელს უწყობს უმუშევრობის წახალისებას.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ამ ეტპაზე 242 ათასი უმუშევარის სტატუსის მქონე ადამიანია.