საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოადგილესთან ეკატერინე სხილაძესთან ერთად, ლანჩხუთში ჩიბათის საჯარო სკოლას სტუმრობდა. სტუმრებს მასპინძლობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა და მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ფინალისტმა ლადო აფხაზავამ გაუწია მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად.
ნინო ლომჯარიამ ჩიბათის სკოლის დათვალიერებისა და გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო, ესაუბრა შრომით ურთიერთობებზე და მათთან ერთად განიხილა ოჯახში ძალადობის შემთხვევები.
შეხვედრისას სტუმარ-მასპინძელმა იმ თემებზე იმსჯელეს, რომელიც აქტუალურია აქაური ახალგაზრდობისთვის.