https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სახალხო განათლების და სახალხო სიყვარულის წარჩინებული

8:07; 31.07.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახლახან,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს, როზა გოგუაძეს სამოცდათხუთმეტი  წელი შეუსრულდა.  პედაგოგიური მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვანი გზა, მის ბიოგრაფიაში, მარტო სახალხო განათლების წარჩინებულის წოდებით არ აღნიშნულა _  მას წილად ხვდა  სახალხო სიყვარულის დამსახურებული ნიშა. 

როზა გოგუაძის  ბავშვობის  ტკივილიანი  ბიოგრაფია იწყება  ოთხი წლის ასაკში დედის გარდაცვალებით,  საიდანაც  მეხსიერებას და გონებას მშობლის  განუმეორებელი სითბოს მონატრება შემორჩა,  რასაც მერე, ნახევარ საუკუნეზე მეტია, პედაგოგიურ სამყაროს უწილადებდა. არავის ახსოვს, როზა გოგუაძეს უყურადღებოდ დაეტოვებინოს მაწავლებელი, მოსწავლე, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული.  არავის ახსოვს ქედმაღალი ტონი, არავის უნახავს,  თუნდაც წუთიერად, უპასუხისმგებლოდ მოკიდებოდეს საქმეს.

“მას უნდა ვუთხრათ, თუნდაც ერთხელ,  გულწრფელი და თბილი მადლობა მთელმა საზოგადოებამ,  შევაქოთ ხმამაღლა და ვუსურვოთ დიდხანს სოცოცხლე, ჩვენს თავს და ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვოთ ბევრი თუ არა, საკმარისად მაინც ჰყავდეს ასეთი პასუხისმგებლობის და ადამიანური და პროფესიული თვისებების მქონე ქალბატონი.  ვერც წარმოგვიდგენია, ვინ შეძლებდა  ასეთ შრომას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, რაც როზა გოგუაძემ ოზურგეთის რაიონის განათლების სისტემის პროფკავშირის სათავეში  ყოფნისას გასწია”, _ ამბობენ პედაგოგები:  მალვინა ნინიძე, მანონ ლომჯარია, ია ბერაძე,  ნინო თედორაძე, ირმა წიტაიშვილი..
_ პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი, რომელიც პედაგოგიურ ინსტიტუტებს გააჩნდა,  სწორედ  ასეთ მასწავლებლებს უმზადებდა ქვეყანას. მათ  მიერ თაობებისთვის მიცემული განათლება  დღესაც ამაგრებს ქვეყანას. მიუხედავად, არაერთი უსამართლო კრიტიკისა, ქართველ პედაგოგთა უდიდესი ნაწილი, დღესაც ინარჩუნებს ღირსებას და  თავდაუზოგავად იბრძვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს საიმედო მომავალი, _ ამბობს პედაგოგი ციური ბაბილოძე. 

თვითონ ქალბატონი როზა გოგუაძე მიიჩნევს, რომ უსაზღვრო ენერგიას  სწორედ პედაგოგებთან გვერდით ყოფნისას გრძნობს და აპირებს ემსახუროს მანამ, სანამ ისინი  თვლიან,  რომ ფორმაშია.
ოზურგეთის რაიონის პედაგოგთა არმიას ახსოვს, რომ როზა გოგუაძე მუდამ  იქ იდგა, სადაც რომელიმე პედაგოგს უჭირდა,  პირველი მიდიოდა, თუ რომელიმეს დამსახურებული იუბილე ჰქონდა ან უბრალოდ, მადლიერების გამოხატვა იყო საჭირო.

ხშირად ისმის კითხვა, მაინც როგორ მოახერხა, რომ მისი ხმამაღალი და უკმეხი  სიტყვა არ ახსოვთ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე? ხომ არ უჯდებოდა ეს დიდი ტკივილის და თმენის ფასად? ამ კითხვაზე თვითონ დუმს და  სახეზე დამახასიათებელი,  თბილი ღიმილი ემჩნევა.

გადავხედოთ როზა გოგუაძის ბიოგრაფიას:
1975 წელს ამთავრებს ქუთაისის  პედაგოგიურ ინსტიტუტს და პედაგოგიურ მოღვაწეობას ოზურგეთის განათლების განყოფილებაში, მეთოდისტად იწყებს. 1995 წლიდან კი განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა. ამ წლების მანძილზე მან არაერთი მადლობა, ჯილდო და სიგელი დაიმსახურა,  მათ შორის იყო სახალხო განათლების წარჩინებულის წოდება. თუმცა,  განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მეხუთე ყრილობაზე, 2010 წელს საპატიო სიგელით და ფულადი პრემიით დაჯილდოებამ.  შემდგომ წლებში, ორიათას თექვსმეტ წელს, პროფკავშირის საანგარიშო ყრილობაზე, ერთ-ერთ პირველს მიენიჭა მადლობის სიგელი, პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გადასცეს ფასიანი საჩუქარი. 2017 წლის 6 მაისს კი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელმა საბჭომ მოისმინა ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ და კვლავ, მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადასცა.
არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც როზა გოგუაძის განსაკუთრებულ ქმედუნარიანობას და უდიდეს პასუხისმგებლობას უკავშირდება _ დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია მეორეა აჭარის რეგიონის შემდეგ,  წევრთა მოზიდვის მხრივ და ეს  როზა გოგუაძის დამსახურებაა.

“ჩემი მუშაობის კრედო “საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: პროფკავშირული ორგანიზაციის  დემოკრატიული და ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული პროფკავშირული ორგანიზაციების წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების და ინტერესების დაცვა. სულ ეს არის. დღემდე ამ პრინციპებისადმი დიდ ერთგულებით მოვედი. სანამ შევძლებ, მსურს ასე გავაგრძელო”, _ ამბობს ის და  სწორედ ამიტომ იყო, ალბათ, რომ  მის შეფასებას ზემდგომი ხელმძღვანელი პირები ასე იწყებდნენ:  “გარეგნულად სათნო და მშვიდი, შინაგანად შეუვალი და მტკიცე. მუდამ აკეთებს იმას,  რასაც ადამიანური და პროფესიული სინდისი კარნახობს”.

  ამიტომ იყო წლების მანძილზე, როცა მისი კაბინეტის კარი იღებოდა და შედიოდნენ, ახალბედები თუ ასაკოვნები დახმარებისთვის, თანადგომისთვის, გასაჭირიდან თავის დახსნისთვის, იქედან მუდამ კმაყოფილი და იმედიანი გამოდიოდნენ. ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული და კიდევ უფრო აღმატებული სიყვარული საკუთარი პროფესიისა, სამსახურებრივი მოვალეობისა, გამოიხატებოდა იმით, რომ ის საბჭოს სხდომებს და სემინარებს ხშირად ქალაქგარეთ, ბუნებაში ატარებდა. პრობლემების განხილვის შემდეგ, მუდამ ძიებაში იყო, თითოეული პედაგოგისთვის მოეხსნა ეს პრობლემა და როგორმე გახარებული გაეშვა შინ.
რაიონში ნახევარი საუკუნის  მანძილზე მოწყობილი ყველა ღონისძიება, ქალთა, პედაგოგთა, ღვაწლმოსილთა იუბილეს თუ გარდაცვლილი  პედაგოგის ხსოვნის აღსანიშნავი, მისი ორგანიზატორობის თუ  უშუალო მონაწილეობის გარეშე არ ჩატარებულა. მისი შემოქმედებითობა ჩანდა ყველგან. ასე შედგა ბიოგრაფიული სიმდიდრე ქალბატონისა, რომელიც დღემდე ახალგაზრდული შემართებით ცდილობს, გაალამაზოს ოზურგეთელ პედაგოგთა ცხოვრება და მოღვაწეობა.

ოზურგეთელმა პოეტმა ნოდარ დონაძემ  სადა და გულწრფელი სტრიქონები მიუძღვნა მას:
“მუდამ სტუმრობ პედაგოგებს,
 სიხარულით გიღებთ კარებს,
ეს ცხოვრება წუთიერი,
 რა ღირსებით გაიარე”.

სწორედ ნოდარ დონაძის სიტყვებით მიესალმა ოზურგეთის პედაგოგთა არმია როზა გოგუაძის იუბილეს, მოკრძალებით და უტყუარი შეფასებით: ის არის, “ვინც უმწიკვლო გზები განვლო”.
რას აკეთებს დღეს? _ პირველ რიგში, დიდი ოჯახის დედა-პატრონია, სადაც ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მუდამ უსმენს და  იზიარებს მის აზრს. სამსახურში კი  სასკოლო ცხოვრებით სუნთქავს. აღიარებული ლიდერის სახელი  არ აძლევს წამის უქმად ჩავლის უფლებას. წინ არის არაერთი ღონისძიება სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, ყურადღება არ უნდა მოაკლდეს პენსიონერ, ნაამაგარ პედაგოგებს, კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა სამედიცინო მომსახურება. და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი საზრუნავი აქვს, რამდენი ფიქრი უტრიალებს თავში… ყველაზე  მწარედ და მტკივნეულად  ახსოვს რვა აგვისტოს ომის დროს, ტვირთით წასვლა ცხელ წერტილში, ატირებული საქართველო…

“როზა გოგუაძეს ამ საიუბილეო დღეებში, გადამეტების გარეშე შვენის სახელი, როგორც სახალხო განათლების წარჩინებულის, ისე  სახალხო სიყვარულით მოსილი ადამიანისა”, _ აღნიშნავდა იუბილეზე მისული საზოგადოება.

დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს  და ჩვეულ რეჟიმში დაუღალავ შრომას ვუსურვებთ იუბილარ ქალბატონს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7 მარტი, 2026

აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და რომელ პარტიას უჭერთ მხარს?

რატომ გაქრა ევა გოცირიძის ოჯახის საკუთრებიდან ბინები და მიწის ნაკვეთები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8.03.2026
ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

11:13; 8.03.2026
სამართალი

პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

11:02; 8.03.2026
სამართალი

არასრულწლოვნები სავაჭრო ობიექტს ძარცვავდნენ – შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:58; 8.03.2026
სამართალი

საია: საქართველოში მნიშვნელოვნად ზიანდება ქალთა უფლებები და მდგომარეობა ქვეყანაში

10:53; 8.03.2026
ზაფრანი

„არასაფეხბურთო ამბავი“

10:39; 8.03.2026
ზაფრანი

„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო

10:27; 8.03.2026
საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8.03.2026
21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო