სსრკ-ის სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა სოხუმში სახლი აიშენა 80-იან წლებში. მაშინ სოხუმში ცხოვრობდა ძველი თაობის თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი, მისი ახლო ნათესავი ალიოშა დგებუაძე.
ერთ დღეს მიშა ნათესავებს ეწვია. ისადილეს, იმღერეს, დრო გაატარეს და მიშამ ალიოშა თან წამოიყვანა სახლის სანახავად. ალიოშას სახლი მეტად მოეწონა, ადგილ-მდებარეობაც.
– მიშა, აი ის სახლი შენი სახლის გვერდზე ქვემოთ რომ დგას, საცხოვრებელია?
– არა, ფსიქიატრიული საავადმყოფოა.
– აი, ის ზევით რომ არის?
– ვენერიული დისპანსერი. უკეთესი ადგილი ვერ შემირჩიეს, – სინანულით თქვა მიშამ.
– არა, მიშა, არა, შესანიშნავი ადგილი მოუციათ. მიხვდნენ, ალბათ, რომ შენი ბოლო ან იმ საავადმყოფოში იქნება, ან დისპანსერში.