გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
გურიის გუბერნიის აპარატის უფროსი სპეციალისტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის საკითხებში სოფო კაშიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე გიორგი სახოკია ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახოკია ამ დროისთვის გურიის გუბერნიაში იმყოფება და ონლაინ შეხვედრას ესწრება.