პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შესაძლოა, უმუშევრობით იყოს გამოწვეული. ამასთან, როგორც საყავრელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, საქართველოში ნარკოტიკების ლიბერალიზაცია ნარკომომხმარებელთა ზრდას გამოიწვევს.
,,საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ჯერჯერობით ნორმალურად შესწავლილი არ არის. ჩვენს ქვეყანაში ადამიანები რატომ ხდებიან ნარკოტიკის მომხმარებლები, არ ვიცით, შეუსწავლელია ის პირობები, რატომ ჩამოყალიბდა ნარკომომხმარებლების ასეთი ძლიერი ტალღა. ერთადერთი, უცხოური გამოცდილებიდან ნარკომომხმარებელთა ზრდაზე, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს უმუშევრობა. მოგეხსენებათ, ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციისთვის აუცილებელია სამკურნალო დაწესებულებების არსებობა, რათა დაავადებულ ადამიანს განკურნების შანსი მივცეთ. საქართველოში დღესდღეობით უმუშევრობისა და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების პრობლემა მოგვარებული არ არის. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ნარკოტიკების ლიბერალიზაციამ ნარკომომხმარებლების ზრდა გამოიწვიოს“, _ გვითხრა საყვარელიძემ.