ესპანეთის ქალაქ მაფალდაში არის ასეთი ტრადიცია: ქორწილის დღეს სიძე-პატარძალს ფეხებით კიდებენ. ასეთ მდგომარეობაში იქამდე არიან სანამ არ ჩაეხუტებიან ერთმანეთს და აკოცებენ. მხოლოდ ამის შემდეგ მიუსხდებიან საქორწილო სუფრას.
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე სიძემ პატარძალი ხელში უნდა აიყვანოს და მისი მშობლების სახლიდან მათ მომავალ სახლამდე ხელით უნდა ატაროს. ამით ის დაამტკიცებს რომ ძლიერი და ამტანია
ბრაზილიელ ინდიელებთან დაშვებულია რომ გოგონამ პირველმა შესთავაზოს ბიჭს. ის თავის საყვარელ ადამიანს ფაფას მიუტანს. თუ სიძე ბოლომდე შეჭამს – თანახმაა, ბოლომდე თუ არ შეჭამს – დრო სჭირდება მოსაფიქრებლად, ხოლო თუ უარს იტყვის ჭამაზე – უარს ამბობს თანხმობაზე.
უცნაური ტრადიცია აქვთ ინდოეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხოლუასის ტომს. ქორწილის დროს სიძემ უნდა დაიჭიროს თევზი, აკოცოს და წყალში გაუშვას
თურქეთის ზოგიერთ სოფელში შემორჩენილია ასეთი ტრადიცია: პატარძლის სახლის წინ სიძეს წვერს პარსავენ. ეს იმას ნიშნავს რომ ყველამ უნდა ნახოს, ის ხომ უკვე ნამდვილი მამაკაცია.