ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეები” დღეს, დილით, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაზონის გადაჭრის ფაქტს ფეისბუქით ეხმაურება.
“გაშენებულმა მწვანე ნარგავებმა მართლაც, რომ გაალამაზეს ჩვენი ქალაქი!
დღევანდელ ფაქტს, ბუჩქების გადაჭრას ასეთი სახით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჩემთან საუბარში მძღოლების ხილვადობის შეფერხებით ხსნიან.
მძღოლების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ უპირველესია მათი მხრიდან საგზაო წესების სრული დაცვა. უკვე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა კი სპეციალისტების მიერ წესების და საჭირო პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს, რათა არ მოხდეს ნარგავების დაზიანება და ქალაქის გამწვანებული ტერიტორიის იერსახის შეცვლა.
მოვუწოდებ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, გაითვალისწინონ ჩვენი მოქალაქეების აზრი, რომელთა უმრავლესობას გამწვანებული ქალაქი მოსწონს და მწვანე ნარგავების მოვლა-პატონობა განახორციელონ გეგმაზომიერად, ყველა საჭირო ღონისძიების დაცვით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეები”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გენო ჩავლეშვილი და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.