„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა.
სამადაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემენ სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები.
„სწორედ ამას ნიშნავს ლიტვის ელჩის მოსვლა. ის მოდის და აპირებს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდგე შეიძლება გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებზე. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ლიეტუვას ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში უკვე მივიდა.