საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ოზურგეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ის კვლავ აპირებს გურიაში ჩამოსვლას.
“როგორც მოგეხსენებათ,ეს არის ჩემი ვიზიტების გაგრძელება რეგიონებში. ისე დაემთხვა,რომ გურიაში დღესასწაული იყო და კალანდასაც დავესწარი. ვაპირებ, კიდევ ჩამოვიდე გურიაში, ჩოხატაურში ვიზიტი არ იყო დაგეგმილი,“ – თქვა მედიის წარმომადგენლებთან სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.
პრეზიდენტმა გამოყო სამი პრობლემური საკითხი, რომელებიც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს: ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
“გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებზე მუშაობასაც ჩემს ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვაპირებ. ეს პრობლემები არ ეხება მხოლოდ გურიის რეგიონს, არამედ საზოგადოა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი გურიაში 13 იანვარს ესტუმრა და 15 იანვარს წავიდა თბილისში. ჯერჯერობით უცნობია, როდის ესტუმრება პრეზიდენტი მეორედ გურიას.