წინასწარი მონაცემების მიხედვით, ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერდა საარცევნო უბნებზე მისული ამომრცევლის, დაახლოებით, 66%-მა დაუჭირა მხარი.
ლანჩხუთში სულ 38 საარჩევნო ოლქია, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 29 254 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან საარჩევნო უბანზე 60,65% გამოცხადდა (17 744 ადამიანი).
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მმართველმა გუნდმა ლანჩხუთში ფეიერვერკებისა და ქუჩებში მანქანების მსვლელობით აღნიშნა.