საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 100 საარჩევნო უბანზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სალომე ზურაბიშვილს ხმების 52.3%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 28.1% აქვს.
„100 უბანზე გამოიკითხა 5124 ადამიანი. ცდომილების ფარგლებია 2.6 %. ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%, დავით ბაქრაძეს 9.2%, სხვა კანდიდატები 10.4%“,_განაცხადა კობახიძემ.