პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძე და ბექა წიქარიშვილი დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია მათი დაკავების მიზეზი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულია აგრეთვე რამდენიმე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ცნობით სპეცოპერაციისას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს.
მანამდე, სამართალდემცელები კლუბში შევიდნენ, იქ მყოფი სტუმრები გარეთ გაიყვანეს და შენობაში დაწესებულების თანამშრომლები დატოვეს.