რამდენიმე წუთის წინ, სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.
ინფორმაცია “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით ამ წუთებში ზუგდიდში, დაკავების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ბადრი ესებუა, რომელიც შეიარაღებული იყო, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული.
წყარო: რუსთავი2