საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, _ წერს ირაკლი ღარიბაშვილი.