“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ის ეხმაურება ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
“ნეტავ, მართლა ISFED-ის გუშინდელი (ან პირველი) განცხადება იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი და მთავარი პრობლემა.
ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები, მარტო იმიტომ შეფასდა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩატარებულ ყველაზე ცუდ არჩევნებად, რომ ცესკოს მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები არ ემთხვეოდა ერთმანეთს? ბიულეტენების დათვლის დროს, უბნების ერთ ნაწილში, ყველაფერი რომ თავზე ჩამოემხოთ და ბალანსი ვერ დასვეს ხომ გახსოვთ? ოქმების წაღმა-უკუღმა ჩასწორებაც გემახსოვრებათ. კენჭისყრის დღეს, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, თუ საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევებზე აღარაფერს ვამბობ. ასევე, არც, წინა და მოქმედი ხელისფლების “საჩუქრის” – უბნების გარეთ მობილიზებული კოორდინატორების და სხვა საეჭვო ადამიანების შესახებ. სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
ახლა, ყველაფერზე სამართლიანი არჩევნებისკენ ხელის გაშვერა და ყველაფრის მათზე გადაბრალება არასწორია. ზუსტად ვიცი, რომ ისინი ყველაზე მეტად განიცდიან მომხდარს და წუხან. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო მათ და წარმატება ვუსურვო.
პოლიტიკოსების ერთი ნაწილს კი, ვინც ახლა დაეწყო და ISFED-თვის ჭკუის სწავლებით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ მეხსიერება იმაზე უკეთესი გვაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ. კარგად დაფიქრდით და თქვენთვის მაინც დაითვალეთ ხანდახან, რამდენი შეცდომა, ან ხარვეზი გქონიათ პოლიტიკური კარიერის მანძილზე და მერე ეს რამდენს და რამდენჯერ გიღიარებიათ (პასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ)”.