სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში – წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ხანძარია.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ- ბარდებს უკიდია. ხანძრის ლოკალიზებას დაახლოებით, 40-მდე მეხანძრე მაშველი ცდილობს. ასევე, ხანძარი იყო მარტვილშიც, თუმცა, იგი ამდროისთვის ლოკალიზებულია.
ჯერჯერობით, უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.