სამგზავრო თვითმფრინავი, რომლითაც 172 ადამიანი თეირანიდან დამასკოში მიემგზავრებოდა საგანგებოდ დაეშვა რუსეთის მიერ კონტროლირებად ხმეიმიმის ბაზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებოდ დაშვების მიზეზი სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ცეცხლის გახსნა გახდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის თავდაცვის ძალებმა ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის საპასუხოდ ისროლეს.
ისრაელს კომენტარი მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.