უკრაინამ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა დონბასში გეგმის შესრულება დაიწყეს.
როგორც REUTERS თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებს დონბასის რეგიონში მდებარე სოფლიდან სამხედროები გაჰყავთ და გააქვთ შეიარაღებაც.
2014 წელს დაწყებულ კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა 2015 წელს დადებული მინსკის ხელშეკრულების დარღვევაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ისახავდა მიზნად.