Reuters-ის ინფორმაციით, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშშ-მა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი იერიშია მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ დადებული სამშვდობო ხელშეკრულების შემდეგ.
აშშ-ის შეიარაღებული წარმომადგენელი ავიაიერიშს თავდაცვის მიზეზებით ხსნის.
„თალიბანის“ მებრძოლები აქტიურ შეტევებს ახორციელებდნენ ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალების საგუშაგოზე. ეს თავდაცვითი ავიადარტყმა იყო, ამ შეტევების შესაჩერებლად“, – განაცხადა პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა.
„თალიბანს“ ჯერ ავიერიშთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა „თალიბანსა“ და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.
როგორც აშშ-სთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ „თალიბანმა“ განაცხადა, ავღანეთის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ოპერაციებს არ შეწყვეტენ.