სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ და მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ლევან ახობაძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება C ჰეპატიტის ინტეგრირებული პროგრამა და ვირუსული, რესპირატორული ინფექციები. ხაზი გაესვა მოსახლეობამდე ინფორმაციის სწორ და დროულ მიწოდებას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამტრედიის ექიმ-ეპიდემიოლოგის, ნანა კიკაჩეიშვილის განმარტებით, ბოლო კვირის მონაცემებით სამტრედიაში, სამედიცინო დაწესებულებებს 1500-მა პირმა მიმართა ვირუსული ინფექციით, 20-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, 118 ბინაზე გამოჯანმრთელდა. ნოემბერ-დეკემბერში 1700 პირი იქნა გამოვლენილი C ჰეპატიტზე და მათგან 10, დადებითი შედეგის მქონე უკვე ჩართულია საყოველთაო პროგრამაში.