სამტრედიის ცხელების ზონაში დღეს 4 პაციენტი შეიყვანეს. ექიმი ინფექციონისტის, მანანა შენგელიას ინფორმაციით, მათგან სამი სამტრედიელია, ხოლო ერთი აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
,,ოთხივე პაციენტს ავუღეთ ცხვირ-ხახის ნაცხი კოვიდ ინფექციაზე გამოსაკვლევად. ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევებს, სამტრედიის ცხელების ზონაში 19 აპრილს შემოყვანილი სამი სამტრედიელი პაციენტის ნიმუშების პასუხები გუშინ საღამოს ჩამოგვივიდა. სამივე უარყოფითია. ამ სასიამოვნო სიმშვიდეს კვლავ ინარჩუნებს სამტრედიის მუნიციპალიტეტი”, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბრისას მანანა შენგელიამ.