“სამწუხაროდ, მდგომარეობა ელვის სისწაფით იცვლება”, _ წერს ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათისა და სსიპ გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლები, პრევენციის მიზნით, 1 ოქტომბრამდე სწავლას დისტანციურად დაიწყებენ.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ნინო ჩიტაძემ სოციალური ქსელისვე საშუალებით დაწერა, რომ ლანჩხუთის ოცდაოთხივე საჯარო სკოლა სრულ მზადყოფნაში იყო ახალი სასწალო წლის დასაწყებად.