საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მან ამომრჩეველთა ხმების 66.06% მოაგროვა.
მაუწყებლის ცნობით, მაკრონის გამარჯვებამ ქვეყანაში მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების დომინირება დაასრულა.
როგორც ახალი პრეზიდენტი აცხადებს, საფრანგეთის ისტორიაში ახალი გვერდი გადაიშალა.
მისივე თქმით, ის იქნება ერის ერთიანობის და ევროპის დაცვის გარანტია.