https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები

13:10; 25.10.2018
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების წარდგენა გაიმართა.

მედიამონიტორინგში  „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინტერნიუს საქართველო“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ არიან ჩართულები.

ანგარიში შეიცავს 18 ივნისიდან  15 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდს, საბოლოო შედეგი კი დეკემბერში გახდება ცნობილი.

კვლევის მიხედვით, სიძულვილის ენა საგრძნობლად არის შემცირებული ტელევიზიებში, თუმცა, მომატებულია ბეჭდურსა და ონლაინ მედიაში. კვლევის შედეგებში ასევე საუბარია მიკერძოების ნიშნებზე გარკვეულ მედიასაშუალებებში.  

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კვლევაში ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესის გაშუქებაზე მეტად  სატელევიზიო გადაცემებმა ყურადღება „ფარული ჩანაწერების“ გავრცელების საკითხზე გაამახვილეს და კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, არხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები. გამონაკლისია, მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზია, რომლებმაც მონიტორინგის პერიოდში არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზეს აუდიტორიას.

მათ მიერ ჩატარებულ კვლევაში საუბარია იმის შესახებაც, რომ წამყვანები ნაკლებად იკვლევენ გადაცემამდე თემასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აუდიტორიისთვის. ეს კარგად გამოჩნდა კანაფის კულტივირების ინიციატივის გაშუქებისას – თითქმის არსად ეს თემა საფუძვლიანად არ განხილულა ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში. მთავარი აქცენტი, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ თქმით, გაკეთდა ეკლესიისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების საკითხს, ტელევიზიით პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი გაშუქდა. ზოგიერთ არხზე მისთვის დათმობილი დრო რამდენჯერმე აღემატებოდა კონკურენტებისთვის დათმობილ დროს. „რუსთავი 2“ ერთგვარ ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ანალოგიურად აშუქებდა იმედი გრიგოლ ვაშაძეს.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ კვლევაში ამბობს, რომ ონლაინ მედიაში თითქმის საერთოდ არ გვხვდება ჟურნალისტთა მხრიდან ვებსაიტებზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა. უმეტეს შემთხვევებში, პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებები ვრცელდება უკომენტაროდ და შესაბამისი გადამოწმების გარეშე. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, როდესაც გადაუმოწმებლად ვრცელდება ამა თუ იმ პირის მიმართ მძიმე ბრალდებების შემცველი განცხადებები.

კვლევაში აღნიშნულია, ისიც, რომ ონლაინ გამოცემების დიდი უმრავლესობა სტატიებს ამზადებს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით. შედეგად, მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ცალკეულ სტატიებში გაეცნოს განსხვავებულ მოსაზრებებსა და არგუმენტებს.

კვლევის მიხედითვე, პრეზიდენტობის კანდიდატთა საქმიანობასაც ონლაინ გამოცემების უმრავლესობა აშუქებს ზედაპირულად და ძირითად ყურადღებას უთმობს მხოლოდ კანდიდატთა განცხადებებსა და ყოველდღიურ წინასაარჩევნო საქმიანობას. შედეგად, ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მკითხველისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესახებ.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, „ინტერნიუს საქართველოს“ ინფორმაციით,  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რადიომაუწყებლები პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აშუქებდნენ, თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიას ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

რით განსხვავდება წელს არსებული მონაცემები  გასული წლების საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებისგან და რა უნდა გაითვალისწინონ ონლაინ გამოცემებმა_ამ საკითხზე _ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯოლოგუას ესაუბრა.

როგორც ჯოლოგუა აღნიშნავს, გვერდები, რომლებზეც მონიტორინგი ხორციელდება ახერხებენ ჟურნალისტური სტანდარტების შესრულებას, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.

„2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ მედიამონიტორინგი, სულ ვამბობთ, რომ იგრძნობა გაუმჯობესება ქართულ ონლაინ მედიაში. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგები იყო, ვიდრე წინა წელს. თუმცა, რა  თქმა უნდა არის ხარვეზები, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევებიც. საერთო სურათი ისეთი არის, რომ ქართული ონლაინ გამოცემები ცდილობენ და ახერხებენ იმუშაონ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქება ხდება რიგ შემთხვევებში თანაბრად და ობიექტურად. არის ერთი ორი გამონაკლისი, სადაც  ვერ ვიტყვით რომ ობიექტურად შუქდება მოვლენები. თუმცა, სასიხარულოა, რომ ასეთი შემთხვევები გახდა გამონაკლისი და ძირითადი იმ გვერდების რაოდენობა, რომელსაც წელს ვაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ კარგად ართმევს თავს იმ ამოცანას, რასაც ჰქვია საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო პერიოდში“,_ამბობს ჯოლოგუა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, ჟურნალისტმა აზრის დაფიქსირება სალანძღავი ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე უნდა შეძლოს, გარდა ამისა, უნდა ხდებოდეს გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმებაც.

„პრესაში უფრო მარტივად არის საქმე რეკომენდაციების კუთხით. რა რეკომენდაცია სჭირდება იმას, რომ ჟურნალისტი სალანძღავ ტერმინოლოგიას არ უნდა იყენებდეს  გაშუქებისას და უნდა შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა, ვიღაცის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის გარეშე. გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ უნდა გადაამოწმონ არ უნდა სჭირდებოდეს ამასაც კიდევ რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, ჟურნალისტი იღებს პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდება მისი გაზეთით და მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამის გადამოწმებას“,_ამბობს ჯოლოგუა.

მისივე თქმით,  პრობლემად რჩება ონლაინ გამოცემების მიერ სარეკლამო სტატიების მითითების გარეშე გამოქვეყნება.

„ონლაინ მედიაში ძალიან ბევრი სარეკლამო სტატია გვხვდება, რომელსაც არ აქვს მითითება და ეს უნდა იყოს პირველ რიგში რეკომენდაცია, რომ ძალიან ყურადღებით უნდა მოეპყრან ონლაინ გამოცემები ამ საკითხს და სარეკლამო სტატიებს უნდა მიუთითონ, რომ არ მოხდეს მათი ჩათრევა.  ყველაფერი რაც სარეკლამოა, იბეჭდება პიარ განყოფილებების მიერ, მათი მიზანი არ არის ჟურნალისტური ნაშრომის შექმნა.  მათი მიზანი არის რომელიმე უწყების კარგად წარმოჩენა, შესაბამისად ონლაინ გამოცემა შეიძლება ერთვებოდეს გარკვეული წილის პროპაგანდაში თუ არ მიუთითებს, რომ ეს არის სარეკლამო“,_ამბობს ჯოლოგუა.

როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში რეგიონალურ მედიაზე დაკვირვება  არ მომხდარა, შესაბამისად, მედიამონიტორინგში არც „გურია ნიუსი“ არ იყო.

„რაც შეეხება რეგიონულ მედიას ჩვენ შარშან დავაკვირდით, რადგან იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ, როგორც პრესაში, ასევე ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ რეგიონულ გამოცემებზე. რეგიონალური მედია ცდილობდა დაეცვა ჟურნალისტური სტანდარტები და არც იქ გვხვდებოდა უხეში დარღვევები. „გურია ნიუსი“ წელს ჩვენს მონიტორინგში არ იყო“,_ამბობს ჯოლოგუა.

 ამავე თემაზე:

„უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს და თვალის მიდევნებას ველოდებით“ _ევროკავშირის ელჩი

„მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი არ არის“_გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი  

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026

რა გელოდებათ ნოემბერში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მაგ "საღორიის" ბოზი _ ქუთაისში ბებიამ შვილიშვილის ქორწილში პატარძალი სცემა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026
ზაფრანი

რომელი მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

9:57; 9.02.2026
მსოფლიო

სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

9:53; 9.02.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო