ტაილანდურმა სასამართლომ თაღლითს 13 000-ზე მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პუდიტ კიტისრადილოკმა აღიარა სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ინვესტორებს ხელოვნურად მაღალ მოგებას პირდებოდა.
მან, დაახლოებით, 40 000 ადამიანის დათანხმება შეძლო.
როგორც პროკურორებმა სასამართლოს განუცხადეს, პუდიტი, ასევე, ორგანიზებას უწევდა სემინარებს, რომლის მონაწილეებსაც ქონების განვითარებისა და სარგებლის ნახვის დაპირებით ბიზნესში ინვესტიციის ჩადებას სთავაზობდა.
როგორც ცნობილია, პუდიტი ბანგკოკში აგვისტოში დააკავეს, გირაოთი გათავისუფლებაზე კი უარი უთხრეს.
სასამართლომ 2 კომპანია 20 მილიონი დოლარით დააჯარიმა. პუდიტსა და ფირმებს უბრძანა, რომ გამოვლენილი 2 653 მსხვერპლისთვის 17 მილიონი დოლარის ოდენობით მიყენებული ზარალი აენაზღაურებინათ.