https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საწარმო, რომელსაც ბანკის და თაღლითთა რისხვა ერთად დაატყდა

10:07; 3.07.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი რესპონდენტები _ ცოლ-ქმარი ფატი კუპატაძე და ლევან ჯინჭარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ცხოვრობენ. მათი ოჯახის უდიდესი სურვილი და მიზანი, შეექმნათ მძლავრი საწარმო და ბიზნესს ჩადგომოდნენ სათავეში, თავიდან ჩანაფიქრის მიხედვით წარიმართა და საქმე სასიკეთოდ დაიძრა. თუმცა, შემდეგ, თითქოს, მოულოდნელად ამ ოჯახის თავზე ცა ჩამოიქცა და თუ დღეს, მათი უსასოო ყოფნის მიზეზებში ღრმად არ ჩაიხედა თვით სახელმწიფომ, რაოდენ ხმამაღლა ნათქვამადაც უნდა ჩანდეს ეს, შესაძლოა, მივიღოთ არა მარტო მატერიალურად და ეკონომიკურად, არამედ ფიზიკურად განადგურებული ოჯახი.

“გურია ნიუსი” ამ ოჯახის და მათი საწარმოს მდგომარეობით ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა, როცა მოქმედი საწარმო _ “კომბინირებული საკვები გრანულებში”, შეჩერების პირას მივიდა.

საწარმოს, რომელიც დღეში 700 კილოგრამ პროდუქციას ამზადებს, საკვებში ბენტონიტის გამოყენებით, კავკასიაში ანალოგი არ ჰყავს.

_ ჩვენი ჩანაფიქრი ესეც იყო _ ბენტონიტის თიხა, როგორც ვიცით, ჩვენთან მოიპოვება. გრანულის დამზადებისას, სოიოს, ქერს, სიმინდს და ხორბალს, ბენტონიტის შერევით ენიჭება საუკეთესო ხარისხი, რაც წველადობას აორმაგებს და ამასთანავე საქონლის ორგანიზმს ფილტრაციას უკეთებს. ასე ვთქვათ, ერთგვარი მედიკამენტის როლს ასრულებს. საუკეთესო შედეგი კი მივიღეთ თავიდან, თუმცა, მერე ბანკის და გულგრილ, თაღლით ადამიანთა რისხვა ერთად დაგვატყდა თავს. სესხი იმ პირობით გამოვიტანეთ “თი ბი სი ბანკის” ოზურგეთის ფილიალიდან, რომ შემდეგ იაფ აგროკრედიტში გადაგვიტანდნენ და პროცენტი შემცირდებოდა, მაგრამ მოგვატყუეს.

ჯერ ჩვენი წარმატებული საწარმოს უკუსვლის პირველ მიზეზზე გეტყვით _ 2018 წელს, აბაშაში, “აგროსერვისის” მაღაზიაში შევისყიდეთ “ჰერბიციდი”, თავისი მკვებავით. 1 ლიტრში საწარმომ გადაიხადა 47 ლარი, მკვებავში კი, ერთ კილოგრამში _ 2.5 ლარი. ჩვენ, ყველა არსებული წესის და სტანდარტის შესაბამისად, გამოვიყენეთ სერთიფიცირებული ჰერბიციდი, მექანიზატორების ძალისხმევით. თუმცა, ჩატარებულმა სამუშაომ აღმაშფოთებელი შედეგი მოგვიტანა. აღმოჩნდა, რომ ქ. ქემალფაშაში დამზადებულმა ჰერბიციდმა არ იმოქმედა _ იყო ძველი ან უხარისხო და იძულებულები გავხდით, დაგვექირავებინა მუშახელი და ხელით გვეთოხნა 4 ჰექტარი სოიოს პლანტაცია. ესე იგი, ოთხი ჰექტარი ფართობიდან, ორ ჰექტარზე ჰერბიციდს შედეგი ჰქონდა, ორზე კი არა, ანუ შემოგვატყუეს უვარგისიც, კარგთან ერთად. ამ მომენტისთვის ზარალმა ხუთი ათას ლარს მიაღწია, რადგან ეს თანხა აუცილებელი გახდა დაქირავებული მუშახელისთვის, რაც, ბუნებრივია, თავიდან გათვალისწინებული არ იყო. ამის გამო, ჩვენს საწარმოში წარმოიქმნა პროცენტიანი ფინანსური ვალდებულება, რომელიც დღემდე კისერზე გვადევს.

რა თქმა უნდა, ვიბრძოლეთ, რომ უვარგისი ჰერბიციდების შემომტანის ვინაობა დაგვედგინა. მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, პარლამენტში აგრარულ კომიტეტს, თუმცა, ცარიელი შეპირებების და მუდამ ვიღაცაზე გადაბრალების გარდა, პასუხი ვერსად მივიღეთ. პირიქით, აშკარად დავინახეთ, რომ ყველა ცდილობს, მიჩქმალონ და მიაფუჩეჩონ ეს ამბავი, დამალონ შემომტანის ვინაობა, _ ამბობს ფატი კუპატაძე და ამ ამბავს მაინც ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასთან შედარებით, რაც მათ “თი ბი სი ბანკიდან” სესხის გამოტანის შემდეგ გადახდათ თავს და დღესაც პროცესი თავდაღმა მიექანება:

_ როგორც გითხარით, თავიდან სესხის ასაღებად “თი ბი სი ბანკს” ვეწვიეთ და გავხდით საოცარი თაღლითური სქემის მსხვერპლი. ამ ბანკის გურიის რეგიონულმა ხელმძღვანელებმა მოტყუებით, კერძოდ, მაშინდელმა ხელმძღვანელმა ირაკლი კელენჯერიძემ, დაგვითანხმეს სესხის აღებაზე. შეგვპირდნენ, რომ თავიდან მოგვცემდნენ 20-ათასლარიან სესხს, რომლის საპირწონედ იპოთეკით დავტვირთავდით და შემდეგ გადაგვიტანდნენ იაფი აგროკრედიტის ფარგლებში. ამიტომ იაფი სესხი თავიდან, ბუნებრივია, ვერ გამოვიტანეთ, ავიღეთ 54 ათასი ლარი, ასევე, დაზღვევაც გადავიხადეთ, სამი ათასი ლარის ოდენობით, რაც უნდა ამოქმედებულიყო ქმედუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში. მათ მოიშველიეს 139-ე სამთავრობო დადგენილება, რომლის საფუძველზეც ეს მოხდებოდა. მერე გვითხრეს, რომ რეგულაციები შეიცვალა და სასწრაფოდ უნდა გაგვევითარებინა ხუთი დარგი. ჩვენც დავრგეთ ჩხავერი, მოვაშენეთ ფუტკარი, დავდგით ჩირის საშრობი, დავიწყეთ თხილის გატეხვა და ასევე, დავდგით წიწილების ფერმა. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, რომ გადახდის თანმიმდევრობაში დარღვევა არ გვქონდა, შეპირებულ იაფ კრედიტზე გადაყვანაზე არ დაგვთანხმდნენ _ რომ იაფი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული იქნებოდა იაფი ფული, 1-5%იანი წლიური გადასახადით. როცა ბანკი თანხის საპირწონედ იპოთეკით ტვირთავს მეწარმის 240 000 ათასი ლარის საკუთრებას, ფაქტობრივად, იძულებული გავხდით დავთანხმებულიყავით ბანკის თაღლითურ სქემას და მის კაბალურ პირობებს, რის შედეგადაც იაფი ფულის ნაცვლად, მივიღეთ 25%-იანი სესხი. გვეუბნებოდნენ, რომ რეგულაციები შეიცვალაო და ასე, “მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო”, ამ პრინციპით გააგრძელეს ჩვენთან ურთიერთობა და ამასობაში ერთი მშენებარე ბინა უკვე წაგვართვეს ბათუმში და საფრთხე ემუქრება დანარჩენ ორს. ჩვენ წინმსწრებად გაგვწირა ბანკმა. ამ ყველაფრის ნერვიულობის შემდეგ მეუღლე, ლევან ჯინჭარაძე, გულის შეტევით საავადმყოფოში იმყოფება. ასევე, დედაც ლოგინად ჩავარდა. მე გასულ ზამთარს ხელი მოვიტეხე. დაზღვევის ამოქმედება ვითხოვე ქმედუნარიანობის აღდგენამდე, ხუთი თვით გადამივადეთ პროცენტის გადახდა-მეთქი და ამაზეც უარი მითხრეს. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო ყურადღებას და დახმარებას. განსაკუთრებით, ჟურნალისტებს მოგმართავთ, რომ მიგვაწვდენინეთ ხმა მთავრობასთან; სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც დღემდე არ გაგვცეს არანაირი პასუხი; სახელმწიფოსთან, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ _ ვიღუპებით!

საკითხის სათანადოდ შესწავლის დროს ჩვენ წარმოვადგენთ ყველა დოკუმენტაციას თუ ვიდეოდოკუმენტურ მასალას, რომელიც ზედმეტ კითხვას არ დატოვებს ჩვენს თავს დამტყდარი ორი უბედურების _ ჰერბიციდების საკითხი იქნება ეს თუ ბანკის თაღლითური სქემის ამბავი, _ ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს ფატი კუპატაძე, რომელიც ამბის თხრობისას, არაერთხელ გახდა შეუძლოდ.

“გურია ნიუსი” “თი ბი სი ბანკის” ოზურგეთის ფილიალს ეწვია.

ფილიალის დირექტორმა რომა რომანაძემ დეტალური ინფორმაციის გადმოცემისგან თავი შორს დაიჭირა და სათავო ოფისში გადაგვამისამართა.

_ მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი კელენჯერიძე ახლა აქ არ მუშაობს. ჩვენი ბანკი არავის ატყუებს. ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის სიმართლე. კლიენტის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგცემთ. მიმართეთ სათავო ოფისს, ცხელ ხაზს, _ გვითხრა მან.

ამავე ფილიალში, საცალო დაკრედიტების ექსპერტმა ნიკა ქუტიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ ეს ინფორმაცია არაა სწორი. შესაძლოა, მაშინ, როცა სესხი აიღეს, რაიმე აქცია იყო. მერე კი ცვლილება მოხდა. როგორც მახსოვს, მათ პროცენტის შემცირება შესთავაზეს ჩვენი ბანკიდან, თუმცა, უშედეგოდ. მათ უარი განაცხადეს, შეგიძლიათ ჰკითხოთ, _ გვითხრა მან.

საწარმოს ხელმძღვანელმა ლევან ჯინჭარაძემ, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა და ბოდიში მოგვიხადა:

_ გულის პრობლემებით მოვხვდი საავადმყოფოში, თუმცა, შევძლებ, გიპასუხოთ. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ პროცენტის შემცირება შემოგვთავაზეს. კი, შემოგვთავაზეს, თუმცა, უმნიშვნელო _ 25%-იანი სესხის 20%-ზე ჩამოყვანა ბევრს არაფერს ნიშნავს. სესხი რომ გამოვიტანეთ, დაზღვევის 3 ათასი ლარი გადაგვახდევინეს. მერე, მეუღლემ ხელი რომ მოიტეხა, ქმედუნარიანობის აღდგენამდე იმაზეც არ დაგვთანხმდნენ, ხუთი თვით გადაევადებინათ. აბა, რით უნდა დაგვეხმაროს, რას ნიშნავს დაზღვევა? დღეს ჩვენ გვჭირდება თანადგომა კანონის ფარგლებში, რათა შესრულდეს არა შერჩევითად მეწარმეთათვის ხელშეწყობა, როგორც დღეს ხორციელდება, არამედ 139-ე სამთავრობო დადგენილებით, სადაც გვპირდებიან, რომ 11%-სახელმწიფო იხდის. ვითხოვთ, დეტალურად იქნას შესწავლილი “თი ბი სი ბანკის” თანამონაწილეობა ხსენებულ იაფ აგროკრედიტის ფარგლებში თანამონაწილეობაზე, რაც ფარდას ახდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხაზარაძის უწყების გარიგების შედეგად, როგორ იფლანგებოდა და იფლანგება საბიუჯეტო თანხები არაფრისმომცემი პროექტების დაფინანსებაში.

ჩვენი საწარმო დაფუძნებულია ექვს მეცნიერულ ნაშრომზე. მათ შორის, ერთი მარცვლეულის ორჯერ გამოყენების შესაძლებლობებზე, მცენარეული პროტეინის ცხოველურში გარდაქმნის, რაც აუცილებელია სოფლის განვითარებისთვის და არა კენკრის გაშენების პროექტებზე, რომელსაც თავზე გვახვევენ. ჩვენი საწარმოს განვითარების მიზანია, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, სატბორე მეურნეობის, სახნავ-სათესი სავარგულების გამოყენება მხოლოდ ერთწლიანი მარცვლეულის კულტურის მოყვანით. 28 წლის განმავლობაში გურიის რეგიონში პირველად გახორციელდა მოსავლის კომბაინით აღება, პირველად ავიღეთ 4 ჰექტარ ფართობზე მოსავლის თოხის გარეშე. დაგვეხმარეთ, რომ 139-ე დადგენილება ხალხისთვის იქნეს ამოქმედებული და არა შერჩევით, გახორციელდეს ის გურიის რეგიონშიც!

ჩვენს საწარმოს არანაირი დახმარება, გრანტი არ მიუღია არც ერთი ორგანიზაციისგან. ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს სამუშაო ადგილებს. მიგვაწვდენინეთ ხმა მთავრობასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. დღემდე ჩვენს წინ ყრუ კედელია აღმართული. აუცილებლად დამიწერეთ, გთხოვთ _ ვრჩები “გურია ნიუსის” და ჟურნალისტების იმედად! _ გვითხრა ლევან ჯინჭარაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20 თებერვალი, 2026

"ღრმაღელეში ონკანში წყალი მოწესრიგდაო _ ისე მოგიწესრიგდათ ოჯახში ყველაფერი!"

ბათუმი EURONEWS-ის ობიექტივში

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21.02.2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21.02.2026
სამართალი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:10; 21.02.2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21.02.2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

9:54; 21.02.2026
სამართალი

ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

9:33; 21.02.2026
სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო