გადაცემა “რეალური სივრცე“-ს ავტორი, წამყვანი და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი სტატუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ეხება.
“ბევრი ვიფიქრე და მინდა ყველას გთხოვოთ, დავანებოთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და ლანძღვას თავი. ვერაფრით გადავარწმუნებთ ადამიანებს, რომლებიც არ იცრებიან იმაში, რომ პანდემიას აცრა დაამარცხებს. ვერანაირი ცნობადი სახე ვერ იქნება მათთვის მაგალითი.პირიქით, ეს ადამიანებიც საყოველთაო ბულინგის მსხვერპლები გახდებიან.
საუკეთესო გამოსავალი იქნება, სასწარაფოდ აიცრას ის ხალხი, ვინც აცრაში ხედავს გამოსავალს. პროფესიონალებმა დადონ თავიანთი მყარი არგუმენტები და ციფრები.მივხედოთ რეგიონებს, სადაც აბსოლუტურად არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
არავის არ მოგიწოდებთ, არავის არ ვადანაშაულებ, არავის არ ვერჩი.მოიქეცით, როგორც თქვენ გადაწყვეტთ.
ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ვისაც ყოველდღიური წვდომა გაქვთ საზოგადოებასთან, ნუ გააღვივებთ აგრესიას, ამით უარეს შედეგებს დავდებთ.
მხოლოდ ურთიერთპატივისცემით და მაღალი შეგნებით შევძლებთ პანდემიის დამარცხებას.სიძულვილი, ბოღმა, აგრესია იმუნიტეტს სპობს.
რაც შემეხება მე, აუცილებლად ავიცრები მარტო იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრ საინტერესო ამბავს გამოვრჩე.საერთოდაც, აღრ ვიყო ამ მშვენიერ სამყაროში.ისეთი არაჩვეულებრივი ხალხი წავიდა ჩევნგან, რომ სულ მეტირება.
ძალიან არ მინდა ჩემი თავი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მოვაკლო.ზუსტად მათი კარგად ყოფნისთვის აუცილებლად ავიცრები“,- წერს ნინო ზაუტაშვილი ფეისბუქში.