ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი, 1974 წელს დაბადებული კახაბერ ქისიშვილი დააკავეს.
ქისიშვილი უკვე მესამედ მოხვდა ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ბოლოს იგი ამავე ბრალდებით ერთი თვის წინ იყო დაკავებული და 2 000 რუსული რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დაკავებულის დედის განცხადებით, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს.
დაკავებულების ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კახაბერ ქისიშვილი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლობლის მოსანახულებლად გადავიდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.