ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის პრეზენტაცია გამართა, სადაც მოწვეულები იყვნენ, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფო კილაძის თქმით, ეს საკითხი კიდევ ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციის და სოციალური მუშაკის წარმომადგენლებთან ერთად იანვარში განიხილება. საგაზაფხულო სესიაზე კი კანონი პარლამენტში დარეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი მხარდაჭერილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ. პროექტის მიხედვით, ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების წევრებისა და თავად სოციალური მუშაკების დაცვას.
,,სოციალური მუშაკი არის ის ადამიანი, რომელიც მიდის თითოეულ იმ ინდივიდთან და ოჯახთან, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს გვერდით დგომა და მხარდაჭერა. ესენი არიან მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ძალადობის მსხვერპლნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა. სოციალური მუშაკი ეხმარება ადამიანებს თვითრეალიზაციაში და ამ თვითრეალიზაციაში საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნაში. ასევე, სოციალური მუშაკი ეხმარება ადამიანებს მოახდინონ საზოგადოების მეტი ინტეგრაცია და არ იყოს რაღაც სოციალური დაყოფა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სოციალური უსაფრთხოების გაზრდა, ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ოჯახის გაძლიერებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. დღეს გვაქვს დიფუზიური სისტემა. სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებში ჩაშლილი სისტემა, რომელიც გარკვეულწილად არეგულირებს სოციალური მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ეს არ არის ერთიანი სისტემა და ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოქმედებს ყველა სოციალური მუშკზე. სისტემა დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე და იმ კანონქვემდებარე აქტებზე, რომელშიც მოწესრიგებულია კონკრეტული უწყების სოციალური მუშაკის საქმიანობის სტანდარტები. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდების დაცვას, ასევე უზრუნველყოფს სოციალური მუშაკების დაცვას. არ უნდა დაგავიწყდეს ის, რომ პირველ რიგში, სოციალური მუშაკები თავად არიან დაუცველები და ძალადობის მსხვერპლნი, ამიტომ მათი სოციალური დაცვის გარანტი არის ძალიან ცუდია. ახალ კანონის, ძირითადი მიზანი არის პრევენციაზე ორიენტირებულობა ანუ სახელმწიფო უნდა ჩავრიოთ, სანამ რაიმე გაფუჭდება. პრევენციაზე უნდა მოახდიოთ ძირითადი აქცენტი. რაც უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდების დაცვას, ასევე, სოციალური მუშაკის დაცულობას. კანონში მიღებულია სოციალური მუშაკის კვალიფიკაციის ჩარჩო ანუ ჩვენ ვქმნით ერთიან პროფესიას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სოციალური მუშაკი იყოს დაცული და იცოდეს, რა მოეთხოვება მას. ჩვენ სოციალურ მუშაკთან დაკავშირებულ საკითხების ნაწილს გადავცემთ ადგილობრივ თვითმმართველობებს ანუ კომპეტენციათა დელეგირებას ვახდენთ. ასევე, დარეგულირდება სოციალურ მუშაკზე ზედამხედველობის და მათი დაწინაურების საკითხები“, _ განაცხადა სოფო კილაძემ.