სენაკში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსით ორი მოსწავლე დაინფიცირდა.
არსებული ინფორმაციით, ისინი კლასელები არიან.
როგორც სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ მოსწავლეებს კორონავირუსი 23 თებერვალს დაუდასტურდათ.
კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობდნენ, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ცნობისთვის, სენაკში საკლასო ოთახებში სწავლა 18 იანვარს განახლდა.მას შემდეგ მუნიციპალიტეტში, 20-მდე მოსწავლე და რამდენიმე მასწავლებელი დაინფიცირდა.