ბრაზილიაში, გოიას შტატში მდებარე შაპადა-დუს-ვადეირუსის ეროვნულ პარკში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ხანძრის შედეგად დაცული ტერიტორიის თითქმის მეოთხედი განადგურდა.
ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლი დაახლოებით 54 000 ჰექტარზეა გავრცელებული.
პარკის დირექტორის განცხადებით, ცეცხლი მიზანმიმართულადაა გაჩენილი.
როგორც ცნობილია, ხანძრის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე ცდილობს, თუმცა ცეცხლი ჯერ კიდევ არ ექვემდებარება კონტროლს.