შეძრწუნებული დავრჩი იმით, რაც საკუთარი თვალით ვნახე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან“, _ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონმა Twitter-ზე დაწერა.
„შეძრწუნებული დავრჩი იმით, რაც საკუთარი თვალით ვნახე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და იმ გავლენით, რომელიც ამ კონფლიქტს აქვს. ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მუშაობს კონფლიქტით დაყოფილი საზოგადოების შერიგებისთვის პირობების შესაქმნელად“, _ წერს მარკ კლეიტონი.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, დღეს ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან იმყოფება.