საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მესტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობას ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით ეხმაურება.
„შეძრული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“, _ წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლომარ ნიგურიანი მესტიაში დღეს, მისი მისამართით განცხორციელებული გასროლის შედეგად დაიღუპა.
როგორც ცნობილია, მას მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავს თოვლისგან წმენდდა.
ამავე თემაზე: