შეიარაღებულმა პირმა 2 პოლიციელი მოკლა, 2 დაჭრა, 1 ქალი კი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟის ცენტრში მოხდა.
პოლიციის თქმით, მათ თავდამსხმელი გაანეიტრალეს და ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.