„კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ. კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი კანონი დაურღვევია, რაც პატრიარქმა უნდა შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა, ღვთის და ერის წინაშე. ეს იქნება ჩემი რჩევა“,_ განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ამ განცხადებით მეუფე პეტრე მეუფე გრიგოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მოუწოდა მეუფე პეტრეს მივიდეს პატრიარქთან და პატიება ითხოვოს.
„როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში“,_ განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ.
თეოლოგების შეფასებით, მეუფე პეტრე მივიდეს და პატიება ითხოვოს უცნაურია.
როგორც თეოლოგები „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობენ, საპატრიარქო დაემსგავსა ორგანოს, რომელიც ყოველთვის რაღაცას ითხოვს, მაგრამ არაფერს გასცემს. თავად უშვებს უხეშ შეცდომებს და სხვებისგან ითხოვს პატიებას.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე, რის შემდეგაც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.