“მეუფე იოსებმა, შემოქმედელმა ეპისკოპოსმა, ძაან მაგარმა მეუფემ, პატრიოტმა ადამიანმა, სწორად თქვა, რომ ეს არის რუსული პროექტი და ის ამ გეგმას ახორციელებს. მე ვეთანხმები მეუფეს ბიძინას ამ შეფასებაში”, _ ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ეს არის ომი ქართველ ხალხზე.
“დღეს ბელარუსმა და რუსეთმა გამოაცხადა რომ ისინი ქმნიან ერთიან მთავრობას და პარლამენტს. ბელარუსი რუსეთმა გადაყლაპა. მაგრამ აქ არ არის მარტო ბოლარუსი-რუსეთის ამბავი. მოლდოვა წაიღო, ბელარუსი წაიღო და ზუსტად ასეთი მოძრაობები მიდის ახლა საქართველოში, _ თქვა სააკაშვილმა.