ქალაქ ბათუმში გაიმართა რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსი “შემოდგომა ბათუმში“. კონკურსზე მონაწილეობას სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად სოფელ შემოქმედის ანსამბლი “აისი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი თამთა ჯაფარიძე) მონაწილეობდა.
“აისის“ კონკურსში მონაწილეობა წარმატებულად დასრულდა, მათ პირველი ადგილი დაიკავეს და ოზურგეთში გამარჯვებულები დაბრუდნენ.
ანსამბლი “აისი“, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე არსებობს, 10 წლის წინ დაარსდა და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.
ფესტივალ-კონკურსი “შემოდგომა ბათუმში“ ორგანიზატორები კულტურის და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კავშირია.