ქალაქ ოზურგეთის #60/04 საარჩევნო უბანზე მოქალაქე არსენ შაინიძის ხმის საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება არ მისცეს. მიზეზი ის გახდა, რომ ის ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი აღმოჩნდა.
“დიდი ხანია ვცხოვრობ ოზურგეთში. დაბა ნასაკირალში, სიძესთან და ქალიშვილთან ვარ და, ფაქტობრივად, ოზურგეთელი ვარ. ჩაწერილი ნამდვილად ხულოში ვარ და მითხრეს, რომ აქ ვერ მივცემდი ხმას. შემოვიარე უბანზე, ხმის მიცემა მინდოდა, მაგრამ, არაო და მეც გამოვედი“, _ გვითხრა არსენ შაინიძემ.