შემთხვევა კურორტ ბახმაროში გუშინ მოხდა _ ქალბატონი, რომელსაც ოთხი შვილიშვილი ჰყავს დასასვენებლად წამოყვანილი, ბახმაროს პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონმა მცირეწლოვან შვილიშვილი ჭინჭრით დასუსხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ შსს-ში შეტყობინება შევიდა.
“ოთხი ბავშვთან ერთად ვისვენებ. კურორტზე არ მოდის წყალი და არაკომფორტულია აქ დასვენება. ბავშვს რაღაცაზე ვუსაყვედურე. ჯინჭრით შევაშიშინე, მეტი არაფერი მომხდარა. გაოცებული ვარ, ვინ დარეკა პოლიციაში“, _ გვითხრა ქალბატონმა.
მოგვიანებით, აღნიშნულ ქალბატონთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს და შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
შსს პრესსამსახურის თქმით, სამართალდამცავებმა გამოკითხეს ბებია და შვილიშვილი. ბებიას მიერ შვილიშვილის ჭინჭრით დასუსხვა არ დადასტურდა.