ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა “ტვიტერზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.
წერილში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაპირების შეუსრულებლობის, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩავარდნის და მშვიდობანი მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის გამო.
„როგორც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, გწერთ, რომ შეშფოთებულები ვართ თქვენი გადაწყვეტილების გამო.
1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველომ შექმნა ძლიერი დემოკრატიის საფუძველი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების. ამიტომაც შოკში ჩავვარდით, როდესაც შევიტყვეთ, დაპირებული პოლიტიკური რეფორმების კოლაფსის შესახებ საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ რეფორმის შესახებ საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპის კავშირსა და ვენეციის კომისიასთან. ეს ვალდებულება არა მხოლოდ საერთაშორისო მეგობრობისთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები სასწრაფოდ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს.
ქართველებს სურთ ხალხისთვის და ხალხისგან არჩეული ხელისუფლება. მათ უნდათ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის დასავლეთისკენ ორიენტირებული და სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ გამოვიდა ქუჩაში ამდენი ადამიანი შეშფოთების გამოსახატავად, მაგრამ ძალადობას შეხვდა. ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს უფლება გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობების წინააღმდეგ, დემოკრატია კი პატივს სცემს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.
ინფორმაცია, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტები,ოპოზიციონერი ლიდერები შავდებიან და საავადმყოფოში ხვდებიან მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, შემზარავია.
საქართველო თითქმის სამი ათეული წელია შეერთებული შტატების საიმედო და სტრატეგიული პარტნიორია.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ აჩვენა თავის ვალდებულება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის აქტის მიღებით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენტიტეტის და დემოკრატიული ღირებულებების და რეგიონში ამერიკა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგია.
ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა. ჩვენ ველით თქვენთან ერთად მუშაობას და დარწმუნებულები ვართ საქართველოს დემოკრატია ნელ- ნელა გაძლიერდება წლების განმავლობაში“,_ წერია კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.