გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.
26 მაისიდან კი გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.