ვერძი. ვერძს მხოლოდ გემოვნებიანი ადამიანი შეუყვარდება! ანუ ისეთი, რომელიც მიხვდება, რომ ის იდეალურია, დახვეწილი და საერთოდ, საუკეთესო ამ ქვეყანაზე.
კურო. შეყვარებული კურო დაუყოვნებლივ გამოტყდება თავის გრძნობებში! და დარწმუნდება რა, რომ ისიც უყვართ, მშვიდად გაემართება სამსახურში. მას არ სცალია ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიცაა თაფლობის თვე და ქორწილი! ახლა ხომ ოჯახი ეყოლება სარჩენი!
ტყუპი. თავდავიწყებით შეყვარებულ ტყუპს ხვალ შესაძლოა, არც გაახსენდეს, რომ ვინმე უყვარდა… სამწუხაროდ!
კირჩხიბი. იმისათვის, რომ კირჩხიბს შეუყვარდეს, მის რჩეულში კიდევ სხვა უნდა იყოს შეყვარებული! მას სურს, რომ საუკეთესო ეკუთვნოდეს! კირჩხიბს არ სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც მოთხოვნადი არ არის…
ლომი. შეყვარებული ლომი ყველაფერზეა წამსვლელი! სიყვარულში ის მახრჩობელა გველს უფრო ჰგავს, ვიდრე ლომს! ლომი თავის შეყვარებულს მთლიანად ყლაპავს, რადგან სურს, მისი ნადავლი გაუყოფელი იყოს. თუმცა ეჭვიანი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ მასთან შედარებით სხვა დანარჩენი არარაობაა. ამიტომაც რა აქვს საეჭვიანო…
ქალწული. შეყვარებული ქალწული შეეცდება, თავისი რჩეულისგან იდეალური ადამიანი შექმნას! ის შეყვარებულში ყველაფერს დახვეწავს: ინტელექტს, ვარცხნილობას, ჩაცმის სტილს, სხეულის ფორმას, მანერებს, მეტყველებას… და თუ შედეგი არ დააკმაყოფილებს, ქალწული დატოვებს მას, რათა სხვისი სრულყოფილებით დაკავდებს.
სასწორი. როცა სასწორი თავისი რჩეულის გულს დაიპყრობს, იბნევა და აღარ იცის, რა მოუხერხოს მონაპოვარს! ისე კი, სასწორებს დიდი და თბილი გული აქვთ, მათ გარშემო სულ ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არ იცის, რა მოუხერხოს.
მორიელი. თუკი შეყვარებული მორიელი მიხვდება, რომ მის გრძნობას გრძნობითვე პასუხობენ, მაშინვე იმედები გაუცრუვდება. გაუცრუვდება იმედი, როგორც შეყვარებულში, ასევე საკუთარ გრძნობებში და ზოგადად, სიყვარულში… მორიელი მაშინვე გაცივდება და გაეშურება ნაკლებად ხელმისაწვდომი ობიექტის საძებნელად, რათა დაიცხროს ვნებები.
მშვილდოსანი. მშვილდოსანს იმიტომ უყვარდება, რომ ერთად უფრო საინტერესოა ვარჯიში და ზაფხულის შვებულების გატარება! ის თვლის, რომ კარგი მეგობარი და კარგი სექსი სავსებით თავსებადია… თუკი კარგ მეგობარში მშვილდოსანი კარგ სექსსაც იპოვის, მაშინ აუცილებლად შეუყვარდება!
თხის რქა. იმისათვის, რომ თხის რქას გულითადად შეუყვარდეს, აუცილებელია, რომ მის ოჯახსაც მასთან ერთად შეუყვარდეს! თუკი ოჯახს თხის რქის რჩეული შეუყვარდება, ის მაშინვე გადაიყვანს ურთიერთობას ფაზაში “სიკვდილის კარამდე ერთად”!
მერწყული. მას არასოდეს შეუყვარდება შემთხვევითი შემხვედრი! არის ის გრძნობებს აყოლილი ადამიანი და იმიტომ! მერწყული ჯერ კარგად უნდა დააკვირდეს პოტენციურ შეყვარებულს… შემდეგ ბევრი იფიქროს… შემდეგ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და მერე ან გადაწყვეტს, რომ შეუყვარდეს, ან უბრალოდ დაუმეგობრდეს, ან საერთოდ მოშორდეს.
თევზები. იმისათვის, რომ თევზებს შეუყვარდეთ, საჭიროა, ჯერ დაიჭიროთ. ვინც დაიჭერს, ის გახდება მისი რჩეული! ამის შემდეგ თევზები მშვიდად, დიდხანს და ბედნიერად იცურებენ აკვარიუმში… ან იქამდე, სანამ სხვა მეთევზე არ ამოიყვანს ანკესით აკვარიუმიდან!