ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგი ჩატრადა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია სპეცოპერაციაზე განმარტებას ითხოვს.
„რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები,“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებებს, უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანად ჩატარება.