„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე გახარიას გადადგომას ეხმაურება.
„რომ მეკითხებოდნენ , რატომ არ შედიხართ პარლამენტში და საერთოდ რატომ გააკეთე დილის 4 საათზე განცხადება პარლამენტში არ შესვლაზეო, რატომ არ შედიხართ ოპოზიცია პარლამენტშიო?!
აი ამიტომ: ეს სწორედ თანმიმდევრული ბრძოლის გეგმის ნაწილი და შედეგია– ქართული ოცნების მთავრობის ხელისუფლების ჩამოშლა .
ჩვენი შესვლა ჯობდა “საჭურის–დეპუტატებად–მონებად “ამ სამარცხვინო პარლამენტში თუ ამ “რუსეთის ხელისუფლების “ჩამოშლა?!
გახარია გადადგა ანუ მთავრობა გადადგა !
ახლა თამარ ჟვანია გადადგა!
დასავლეთი მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციას, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა უკანონობისგან!
“კომუნისტი გავრილოვის ბრძანებების შესრულებას და რუსეთზე რბილი ძალით ქვეყნის გადაბარებას არავინ დაუშვებს!
აი ამიტომ იყო და არის სწორი ბოიკოტი !
ზუსტად ვიყავი ( პირველი წუთიდან) დარწმუნებული , რომ ეს იყო ერთადერთი პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი“, _ წერს ჩარკვიანი.