30-31 მაისს, პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:
30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;
31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე.