Manifest.ge-ზე საპენსიო ფონდიდან საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულით (700 მილიონი ლარი) ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა.
პეტიციის ავტორი შოთა რუსთაველია და მას ამ დროისთვის 9 ხელმოწერა აქვს.
„გამარჯობა,
ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ცხადია თუ რაოდენ დამოკიდებულია საქართველოს მომავალი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, გარდა ეკონომიკური ეფექტისა მას აქვს უპრეცენდენტო მნიშვნელობა ევრო ინტეგრაციისა და საქართველოს უსაფრთხოების გზაზე. ამ საკითხებზე ბევრს არ დავწერ, ვფიქრობ საკმარისია ნატოს გენერალური მდივნის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციები/განცხადებები.
ამჟამად ჩვენი ხელისუფლება დგას ორი პრობლემის წინაშე:
1. ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია სად წაიღოს საპენსიო ფონდში შესული 700 მილიონამდე თანხა. შექმნა სააგენტო, რომლის თავმჯდომარეც მიუხედავად მისი კოლოსალური (თვეში 15 000 ლარამდე) ხელფასისა სახლში გაიქცა და იქიდან ილოცებს (პრემიერის სიტყვებია ჩემი არ გეგონოთ). ამასთან ქვეყანას გააჩნია სამწუხარო გამოცდილება საპენსიო ფონდთან მიმართებით, არსებობს შანსი, რომ ჩვენი დანაზოგები დაიკარგოს, გაიფლანგოს ან/და განხორციელდეს არასწორი დაბანდება და საბოლოოდ მივიდეთ იმ შედეგამდე სადაც მივიდნენ ჩვენ წინა თაობები. (თუ ვინმეს გაინტერესებთ რა შედეგები მოყვება დანაზოგების დაკარგვას გაიარეთ სახალხო ბანკთან, ნახეთ 200 ლარიანი პენსიის რიგში მგომი მშიერი მოხუცები, რომლებსაც ეს თანხა საკვების საყიდლათაც კი არ ყოფნით, არათუ კომუნალურების ან/და წამლების ან/და ღირსეული ცხოვრებისათვის).
2. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ მათ მართლა სურთ ანაკლიის პორტის აშენება და ხელს უწყობენ ამ პროექტს, მაგრამ ანაკლიის განვითარების კონსურციუმა ვერ უზრუნველყო პირველი ფაზისათვის 400 მილიონი ლარის მოზიდვა და ამიტომ გაწყვიტეს მათთან კონტრაქტი. მე არ შევალ იმის განხილვაში ანაკლიის კონსურციუმმა რატომ ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება, ფაქტია ხელისუფლება იმიზეზებს 400 მილიონიანი ინვესტიციის არარსებობას.
მარტივი მისახვედრია, რაზეც უნდა, გთხოვოთ, ხელმოწერების აგროვება. მე მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობაში უბრალოდ ვერ ხვდებიან ამ გამოსავალს თორე გულით უნდათ პორტის აშენება, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთიც აპირებს უკვე პორტის აშენებას შავ ზღვაზე, შესაბამისად სანამ ჩვენი ხელისუფლება ახალ კომპანიას ნახავს და სანამ ისინი ააშენებენ (თუ ააშენეს საერთოდ) რუსეთი დაგვასწრებს და …. მოკლედ შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, მთავრობას მოვთხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება და ჩვენი საპენსიო დანაზოგებით ავაშენოთ ანაკლიის პორტი. ქვემოთ ჩამოვწერ იმ მრავალი სიკეთიდან მცირედს რაც მოყვება ჩვენ ამ გადაწყვეტილებას:
1) აღარ მოგვიწევს ახალი სააგენტოს შექმნა და კიდევ ერთი ბიუჯეტის მჭამელი უწყების შენახვა.
2) ჩვენს საპენსიო დანაზოგებს დავაბანდებთ ჩვენთვისა და ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში.
3) არ მოგვიწევს ნერვიულობა თუ სად წავიდა ჩვენი დანაზოგები, რადგან დიდია შანსი დაიკარგოს წლობის განმავლობაში დაგროვილი დოვლათი.
4) ანაკლისს პორტი მხარდაჭერილი იქნება ყველა მოქალაქისაგან, რადგან ყველა ეცდება თავისი დანაზოგის დაცვას, რაც უზრუნველყოფს ერის კონსოლიდაციას საერთო კეთილშობილური მიზნის გარშემო, რასაც საქართველოს უკეთესი მომავალი ქვია.
5) ანაკლიის პორტი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ახალ სამუშაო ადგილებს, ჩვენ წინსვლას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საქართველოსთვის პოლიტიკური ფასის მომატებას. (მაგ: თუ ევროკავშირში შევედით ახლა სამომხმარებლო სესხს, რომ ვიღებთ 19 პროცენტში ავიღებთ 2-4% მდე.)
6) ხელისუფლებისთვის თუ ზემოაღნიშნიშნული სიკეთეები დიდად მნიშვნელოვანი არაა ვეტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო წნეხს მაინც შეარბილებენ და გაიხანგრძლივებენ სკამებზე ჯდომას.
პატივისცემით,
შოთა რუსთაველი“_ წერია პეტიციაში.