“პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შსს-მ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის გახორციელება საქართველოს ყველა რეგიონში”, _ აღნიშნულის შესახებ განცხადება ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა. მისი თქმით, საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შს სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო და ის ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში გახორციელდება.
უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, კონტროლი ზედაპირულ შემოწმებას გულისხმობს.
“პოლიციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე შსს-მ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში, კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამ ეტაპზე, დაკავებულია ექვსი პირი, ასევე დაკავებული ორი ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ცალი ვაზნა.
გამოვლინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი. საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.