შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ოზურგეთში, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, _ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბისის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.
მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება”, _ აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.
ამავე თემაზე: რა მოხდა წუხელ ღამით ოზურგეთის ცენტრში _ დაზარალებული ბიზნესმენის პირველი კომენტარი