შინაგან საქმეთა სამინსიტროს აკადემიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, მისი მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.
დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს აკადემიის საქმიანობას, სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და აკადემიის პერსონალს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
2009 წლის 24 სექტემბერს აშშ-ის ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე, ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი – GPSTC კურიკულუმების, სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინსტრუქტორების გაცვლას უზრუნველყოფს.